მოზაიკა
26 და 27 მარტს საქართველოში არადამდგარი ამინდია მოსალოდნელი
სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში 26 და 27 მარტისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ხვალ, 26 მარტს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +14, +19; მთაში +12, +17; მაღალ მთაში +8, +13 გრადუსი.
დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოშიც, თუმცა უმეტესად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +14, +19; მთაში +10, +15; მაღალ მთაში +6, +11 გრადუსი.
თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება +18 გრადუსი.
ზეგ, 27 მარტს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერტურაა: დაბლობში +10, +15; მთაში +9, +14; მაღალ მთაში +5, +10 გრადუსი.
დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოშიც. ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. დღის ბოლოს შესაძლებელია ქარის გაძლიერება 17-22 მეტრ/წამამდე. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +16, +21; მთაში +13, +18; მაღალ მთაში +8, +13 გრადუსი.
თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +20 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


