მოზაიკა
23 დეკემბერს უნალექო, 24 დეკემბერს კი, ზოგან ნალექიან ამინდს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში 23 დეკემბრისთვის უნალექო ამინდს ელიან 24 რიცხვში კი ზოგიერთ რაიონში ნალექს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 23 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +10, +15; მთაში +0, +5; მაღალ მთაში +1, +6 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ასევე უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 7-12 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +5, +10; მთაში +1, +6; მაღალ მთაში -3, +2 გრადუსი.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +9 გრადუსი იქნება.
ხვალ, 24 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი, მთაში კი, თოვლი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +5, +10; მთაში +1, +6; მაღალ მთაში -2, +3 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა ნავარაუდევი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +10, +15; მთაში +1, +6; მაღალ მთაში -3, +2 გრადუსი.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +7 გრადუსი იქნება.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


