უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

23 აპრილი, 2017 09:00
font-size

23 და 24 აპრილს საქართველოში ძლიერ ქარს და ნალექს ელიან

სინოპტიკოსები 23 და 24 აპრილისთვის საქართველოში ძლიერ ქარს და ნალექს პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დღეს, 23 აპრილს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, ზოგან მოსალოდნელია ელჭექი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში, დროგამოშვებით 30 მეტრ/წამამდე. სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +20, +25; მთაში +19, +24; მაღალ მთაში +15, +20 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო მაღალმთიან რაიონებში კი, მოსალოდნელია თოვლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში.

თბილისში დღის მე-2 ნახევრიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +20 გრადუსი იქნება.

ხვალ, 24 აპრილს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დილის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +12, +17; მთაში +8, +13; მაღალ მთაში +6, +11 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. მაღალ მთაში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +15, +20; მთაში +9, +14 გრადუსი, მაღალ მთაში +4,+9 გრადუსი.

ხვალ, თბილისში დილის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +17 გრადუსი იქნება.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი