ეკონომიკა
2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 25.5 მლრდ აშშ დოლარია - ეროვნული ბანკი
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 25.5 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 70.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ის 74.2 პროცენტია. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ცენტრალური ბანკის ცნობით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 300.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული და სხვა ცვლილების გამო ვალი, შესაბამისად, 19.1 და 91.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო ფასის და საკურსო ცვლილებების გამო, შესაბამისად, 29.2 და 381.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11.0 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 30.4 მლრდ ლარი, რაც მშპ-ის 32.0 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.5 მლრდ აშშ დოლარი (23.5 მლრდ ლარი; მშპ-ის 24.7 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 822.8 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ის 2.4 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 449.0 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ის 1.3 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი; მშპ-ის 3.6 პროცენტი). სებ-ის ინფორმაციით, საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 8.6 მლრდ აშშ დოლარი (23.9 მლრდ ლარი; მშპ-ის 25.1 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.9 მლრდ აშშ დოლარი (13.5 მლრდ ლარი; მშპ-ის 14.2 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 2.7 მლრდ აშშ დოლარი (7.4 მლრდ ლარი; მშპ-ის 7.8 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 88.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 13.3 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 36.7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ის 38.7 პროცენტია. აქედან სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.7 მლრდ აშშ დოლარია (18.4 მლრდ ლარი), რაც მშპ-ის 19.4 პროცენტია.
საკვანძო სიტყვები:
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 7.9 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
27 თებერვალი, 2026 , 12:06
იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24.2 პროცენტით შემცირდა -საქსტატი
13 თებერვალი, 2026 , 12:30
2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
20 იანვარი, 2026 , 13:41
„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება 4 მილიარდ დოლარამდე ეკვივალენტის საგადასახადო შემოსავლების მობილიზება - მოჰამედ ალაბარი
14 იანვარი, 2026 , 08:54
ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
31 დეკემბერი, 2025 , 12:27
ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსზე“ - მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია, რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ბიუჯეტს
29 დეკემბერი, 2025 , 10:09


