რეგიონები
2 გარდაცვლილი და 17 დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა დაბა მანგლისთან
კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 46-ე კილომეტრზე, დაბა მანგლისთან ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოყვა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გუშინ, წალკიდან კოდის მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
გარდაიცვალა 2 მგზავრი, ხოლო 17 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები მარნეულისა და თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


