მოზაიკა
2 და 3 ივლისს საქართველოში ტემპერატურა +40 გრადუსს მიაღწევს
სინოპტიკოსები საქართველოში 2 და 3 ივლისისთვის უმეტესად უნალექო ამინდს და მაღალ ტემპერატურას პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ხვალ, 2 ივლისს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +34, +39; სანაპირო რაიონებში +24, +30; მთაში +31, +36; მაღალ მთაში +27, +32 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +32, +37; მთაში +30, +35; მაღალ მთაში +23, +28 გრადუსი.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +35 გრადუსი იქნება.
ზეგ, 3 ივლისს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +35, +40; სანაპირო რაიონებში +29, +34; მთაში +33, +38; მაღალ მთაში +29, +34 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +33, +38; მთაში +30, +35; მაღალ მთაში +20, +25 გრადუსი, ზოგან 30 გრადუსამდე.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +37 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


