მოზაიკა
18 და 19 თებერვალს ზოგიერთ რაიონში წვიმას ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში 18 და 19 თებერვალს წვიმას პროგნოზირებენ.
ხვალ, 18 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ზოგიერთ რაიონში წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +7, +12; მთაში +5, +10; მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ზოგიერთ რაიონში წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +7, +12; მთაში +3, +8; მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი.
თბილისში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება და წვიმა. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-12 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +10 გრადუსი იქნება.
ზეგ, 19 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ზოგიერთ რაიონში წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +8, +13; მთაში +5, +10; მაღალ მთაში +2, +7 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ზოგიერთ რაიონში წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +7, +12; მთაში +5, +10; მაღალ მთაში +1, +6 (ზოგან -2-მდე) გრადუსი.
თბილისში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თუმცა უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +11 გრადუსი იქნება.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


