რეგიონები
150-მდე ადამიანის თქმით, სტომატოლოგიურმა კლინიკამ მოტყუებით გარკვეული მკურნალობა ჩაუტარა, კბილები ამოუღო, გაუქლიბა და მომსახურება შეწყვიტა
ქობულეთში მცხოვრები 150-მდე ადამიანის განცხადებით, ბათუმში კომახიძის ქუჩაზე მდებარე ზაზა ღოღობერიძის სტომატოლოგიურმა კლინიკამ მოტყუებით უფასო მომსახურება შესთავაზა, უმეტესობას გარკვეული მკურნალობაც ჩაუტარა, კბილები ამოუღო, გაუქლიბა და მომსახურება შეწყვიტა.
დაზარალებულებმა ბათუმის იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს.
„კბილები დამიხეხეს, ვეღარ ვლაპარაკობ და უცებ შეწყვიტეს მომსახურება, იმალებიან, ახლა იძულებული ვარ, სხვაგან ვიმკურნალო“, – განაცხადა ერთ-ერთმა პაციენტმა ვაჟა გაბაიძემ..
დაზარალებულთა ნაამბობიდან ირკვევა, რომ სტომატოლოგიური კლინიკის ექიმმა ქობულეთში მათ უფასო მომსახურება შესთავაზა, უმტკიცებდა, რომ დაზღვევის ფარგლებში უმკურნალებდა და ამისთვის თანხის გადახდა არ დასჭირდებოდათ. სინამდვილეში კი თითოეულ პაციენტთან „თიბისი ბანკში“ განვადების ხელშეკრულება გააფორმა, მოქალაქეებს ხელი მოაწერინა, საბანკო პროცედურების დასრულებისა და ფულის მიღების შემდეგ მომსახურებაც შეწყვიტა.
„ხელშეკრულებაზე მოტყუებით მოგვაწერინეს ხელი კლინიკამაც და ბანკის წარმომადგენელმაც, 3-დან 6 ათას ლარამდე გვაქვს აღებული განვადება, ბანკი გვთხოვს თანხას, კბილები კი, ძველი კბილები აღარ გვაქვს, ეს კლინიკა ფაროსანაა“, - თქვა დაზარალებულმა გურამ მიქელაძემ.
დაზარალებულთა ადვოკატის, ირმა ზოიძის თქმით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და იკითხებიან დაზარალებულები.
„პოლიციაში განცხადება ოთხი თვის წინ შევიტანეთ, დღემდე რაც გაკეთდა ისაა, რომ იკითხებიან მხოლოდ დაზარალებულები, კლინიკა კი ისევ მუშაობს. სხვა სახის საგამოძიებო პროცესს ადგილი არ ჰქონია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ამბობენ, რომ კლინიკას მფარველი ჰყავს აჭარის უმაღლეს საბჭოში“, – განაცხადა უფლებადამცველმა.
დაზარალებულებმა გამოძიების დაჩქარებასდა თანხების უკან დაბრუნება მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბური აქციებით დაემუქრნენ.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


