რეგიონები
14-15 ივნისს კახეთის შვიდ რაიონში 1000 კმ2 ზე მეტი საერთო ფართობის ღრუბლის მასები განეიტრალდა - დელტა
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 14-15 ივნისს კახეთის რეგიონში 1095 კმ2 საერთო ფართობის მქონე სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც სისტემამ 60-ზე მეტი რაკეტა გაისროლა.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ ინფორმაციით, ფრონტალურმა ღრუბლის მასებმა რეგიონში შემოსვლა საღამოს 20:30 საათიდან სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან დაიწყო, მას დაემატა ადგილზე წარმოქმნილი შიდამასიური ტიპის ღრუბლის კერებიც და თითქმის მთლიანად მოიცვა ახმეტის, თელავის, გურჯაანის, ყვარლის, ლაგოდეხის, სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონები.
კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % შეადგინა. მოსალოდნელი მარცვლების ზომა 30 მმ იყო.
14 ივნისის 19:19 საათიდან 15 ივნისის დილის 09:01 საათამდე ღრუბლების დამუშავება რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. დამუშავება ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო შეზღუდვების პირობებში მიმდინარეობდა.
სარაკეტო ზემოქმედების შედეგად შვიდივე რაიონში არსებული ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


