მოზაიკა
12 და 13 ნოემბრისთვის საქართველოში უნალექო ამინდს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში 12 და 13 ნოემბრისთვის უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
როგორც “მედიანიუსს” გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ხვალ, 12 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +16, +21; მთაში +11, +16; მაღალ მთაში +10, +15 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ასევე, უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +14, +19; მთაში +11, +16; მაღალ მთაში +3, +8 (ზოგან +11-მდე) გრადუსი.
თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +18 გრადუსი იქნება.
ზეგ, 13 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +19, +24; მთაში +15, +20; მაღალ მთაში +11, +16 გრადუსი.
უნალექო ამინდია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოშიც. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +15, +20; მთაში +12, +17; მაღალ მთაში +2, +7 (ზოგან +15-დე) გრადუსი.
თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, +18 გრადუსი იქნება.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


