რეგიონები
10 დღის ვადაში სამთავრობო გუნდი ხაიშში კონკრეტული წინადადებით ჩავა - სოზარ სუბარი
7-10 დღის ვადაში ჩამოვა აქ სამთავრობო გუნდი გარკვეული წინადადებებით: რა გავაკეთოთ ამ ქვედა ზონის სოფლებში, რა იყოს მოსახლეობის დასაქმების წყარო, რითი ჩავანაცვლოთ ხე-ტყის ჭრა იმ ნაწილში, სადაც უკანონოდ ხდება, ხოლო სადაც კანონიერია, როგორ უნდა მოხდეს ლიცენზიების გაცემა თუ დამუშავება, – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა ხაიშში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.
თითქმის სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ, რომელსაც სოზარ სუბარის გარდა, შსს-ს გენინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ დიასამიძე ესწრებოდნენ, მოსახლეობამ გზის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
სოზარ სუბარის თქმით, ის რჩება ხაიშში და ხვალაც გამართავს შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს მოსახლეობასთან.
„შეთანხმება არის ასეთი – გზა გაიხსნა, მანქანები დაიძრნენ სპეცრაზმიც თავისთავად გავიდა. ზუსტად ეს პირობა დავდე მოსახლეობასთან – 7-10 დღის ვადაში ჩამოვა აქ სამთავრობო გუნდი გარკვეული წინადადებებით, რა გავაკეთოთ ამ ქვედა ზონის სოფლებში, რა იყოს მოსახლეობის დასაქმების წყარო, რითი ჩავანაცვლოთ ხე-ტყის ჭრა იმ ნაწილში, სადაც უკანონოდ ხდება, ხოლო სადაც კანონიერია, როგორ უნდა მოხდეს ლიცენზიების გაცემა თუ დამუშავება, რათა გავაჩინოთ დასაქმების ალტერნატიული წყაროები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
გუშინ, ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მიმართულებით ხაიშის მონაკვეთი რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. მესტიის სოფლების ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობა აქციას მართავდა.
ისინი ხე-ტყის უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურის ღონისძიებებს აპროტესტებდნენ.
პროტესტის საპასუხოდ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განმარტეს, რომ უწყების თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ატარებენ ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა – მხილების მიზნით.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


